კორპორატიული სესხები
სერვისი, რომელიც დაგეხმარებათ, შეამოწმოთ თქვენი იდეები სესხის გადახდასთან დაკავშირებით. უფასო ენერგო აუდიტი
მეტი
სესხები მცირე ბიზნესისთვის
აიღეთ სესხი მოწყობილობის შესაძენად დაბალ პროცენტში, შეარჩიეთ ჩვენს მიერ დამტკიცებული მომწოდებელთა სიიდან.
მეტი
სამომხმარებლო სესხები
ახლა უკვე ხელმისაწვდომია ინდივიდუალური სესხები, თანხის 15% საჩუქრად.
მეტი
ტექნოლოგიები
გაიგეთ მეტი ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ აქ.
რჩევები
გაცემული სესხები: 10.7 მილიონი აშშ დოლარი
წლიური დანაზოგი: 233,539 მგვტსთ/წ
CO2 შემცირება: 112,544ტ/წ
გაგაცნობთ სიახლეებს და მოგცემთ რჩევას თქვენი პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენი ექსპერტები გაგიწევენ უფასო ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას ენერგოკრედიტში მონაწილე ბანკების სახელით
პროდუქტები
სესხი მცირე ბიზნესისთვის (200, 00 აშშ დოლარამდე)
სამომხარებლო სესხი (15%იანი სუბსიდირებით)
რატომ უნდა ავირჩიოთ ენერგოკრედიტი?
ენერგოკრედიტი არის საკრედიტო ხაზი, რომლის მიზანია ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ძველი, არაეფექტური დანადგარების, ტექნოლოგიებისა და შენობების გამო კომპანიები საქართველოში სამჯერ მეტ ენერგიას მოიხმარენ მთლიან შიდა პროდუქტზე გაანგარიშებით ვიდრე დასავლეთ ევროპაში. კომპანიები, რომელებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ენერგიას ვერ უწევენ შესაბამის კონკურენციას დასავლელ კოლეგებს, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ამას ემატება ენერგიის ღირებულების გაზრდა, გაგრძელება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო 35 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი ადგილობრივი პატრნიორი ბანკების მეშვეობით, განახლებადი ენერგიის, სამრეწველო ენერგო ეფექტურობის და შინამეურნეობების ენერგო ეფექტურობის პროექტებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ბანკების მიერ 2,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტების გაცემას ქართულ კომპანიებზე, რომლებსაც აქვთ ენერგიის დაზოგვის დიდი პოტენციალი.
ასეთი კომპანიებისთვის დაზოგვის პოტენციალი იმდენად დიდია, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიებს შეუძლიათ ჩადებული ინვეტიციის ძალიან მოკლე დროში ამოღება და ამასთანვენ მოგების გაზრდა და კუნკურენტუნარიანობის ამაღლება. რეალურად, ენერგოკრედიტის ერთ-ერთმა კლიენტმა აღმოაჩინა, რომ 3.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესიტიციის უკან დაბრუნება შესაძლებელი გახდებოდა ენერგიის დანაზოგებიდან 1.3 წელიწადში.ენერგოკრედის გუნდის გამოთვლით კომპანია პროდუქციის წარმოებისთვის ხარჯავდა ორჯერ მეტ ენერგიას ვიდრე საერთაშორისო კომპანიები. იხილეთ გაგრძელება პრაქტიკულ მაგალითში.
ინვესტიციების გამარტივების მიზნით, ენერგოკრედიტის ექსპერტებმა შეიმუშავეს იმ ტექნოლოგიების ნუსხა, რომელთა მუშაობაც დაფუძნებულია მაღალ ენერგოეფექტურ სტანდარტებზე, ხოლო შესაბამის კომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ეს მოწყობილობები სწრაფად და მარტივად.


