რჩევები

ბანკებმა და მომწოდებლებმა

მიაღწიეს შეთანხმებას ჩვეულებრივ სესხთან შედარებით თანხები უფრო დაბალ პროცენტში გაიცეს

ჩვენმა ინჟინრებმა

 გააკეთეს მაღალი ხარისხის ენერგოდამზოგავი მოწყობილობების ნუსხა 

თანამედროვე ტექნოლოგიები

დაგეხმარებათ თქვენ ენერგიის დაზოგვაში და თქვენი ხარჯების შემცირებაში

200,000 აშშ დოლარამდე

სესხები ხელმისაწვდომია კრედიტუნარიანი კლიენტებისათვის 

მთავარი > სესხები მცირე ბიზნესისთვის

სესხები მცირე ბიზნესისთვის

მცირე და საშუალო ბიზნეს სესხები

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოყო 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი ადგილობრივი ბანკების მეშვეობით კერძო სექტორში მომუშავე იმ კომპანიების დასაფინანსებლად, რომელთაც სურთ განახორციელონ ინვესტიცია ენერგო ეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის პროექტებში.

საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროგრამა წარმოადგენს კონსულტანტების ჯგუფს, რომელიც ეხმარება ადგილობრივ ბანკებს მოახდინონ პროექტების ტექნიკური და ფინანსური დეტალების შემოწმება ინვესტიციის განხორციელებამდე.

ენერგოკრედიტის სესხები უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება სამი მიმართულებით:

1. მცირე და საშუალო ბიზნეს სესხები (ხელმისაწვდომია პროგრამაში მონაწილე ყველა ბანკში)
ეს სესხები შეიძლება გამოიყენებოდეს მოწყობილობების შესაძენად 50,000 აშშ დოლარიდან ბანკის მიერ დადგენილი ზედა ზღვარის ფარგლებში . სესხის აღების პროცედურები კორპორატიული სესხების პროცედურების იდენტურია. თქვენ შეგიძლიათ ასევე მოითხოვოთ ენერგო აუდიტი  რომელიც დაგეხმარებათ მოწყობილობის საუკეთესო კომბინაციის არჩევაში.

2. სწრაფი მცირე და საშუალო ბიზნეს სესხები 200,000 აშშ დოლარამდე (უახლოეს მომავალში)
ეს საბანკო პროდუქტი სპეციალურად შეიქმნა, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესებს ენერგო ეფექტური მოწყობილობების შერჩევაში და სწრაფი დაფინანსების მიღებაში. ჩვენს მიერ წინასწარ დამტკიცებულ მოწყობილობის შერჩევის შემთხვევაში სესხის დამტკიცების ვადა მცირდება. 
უკვე შერჩეული გაქვთ ის მოწყობილობა რომელიც უფრო ეფექტურს გახდის თქვენ საქმიანობას? რატომ არ შევარჩიოთ უკეთესი მოდელი, რომელიც საგრძნობლად შეგიმცირებთ ენერგომოხმარებას? გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს რეკომენდაციებს მცირე ბიზნესებთან და იმ ენერგო ეფექტურ მოწყობილობებთან დაკავშირებით, რომელთა შეძენაც შესაძლებელია სესხის ფარგლებში.

მოწყობილობების კომპლექტები საქართველოს ბიზნეს სექტორებისთვის 
ენერგო ეფექტურობის პროგრამის გუნდმა განსაზღვრა მოწყობილობების ნუსხა, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისთვის (ამჟამად მცირე სასტუმროები, რესტორნები, სუპერმარკეტები, ოფისები და შენობები). ეს კომპლექტები მოიცავს შესაბამის მოწყობილობებს, მათ მახასიათებლებს და უპირატესობებს, ასევე ინფორმაციას საქართველოში მათი მომწოდებლების შესახებ.

ნუსხაში მოცემული მოწყობილობები ფინანსდება პროგრამაში მონაწილე ბანკების მიერ და ხელმისაწვდომია ყველასთვის ვინც აკმაყოფილებას ბანკების მიერ დადგენილ კრედიტუნარიანობის პირობებს. რადგანაც მოწყობილობა ახალი, თანამედროვე და ენერგო ეფექტურია, მისი შენახვის ხარჯები უფრო მცირეა. ამ მოწყობილობების შეძენით, თქვენი ბიზნესი უფრო მომგებიანი გახდება და ასევე ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას სათბურისებური გაზების გამოყოფის შემცირებით. 
პროგრამაში მონაწილე ბანკებს შესაძლებლობა აქვთ შემოგთავაზოთ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები ენერგოკრედიტის ფარგლებში შესაძენი მოწყობილობებისათვის.

გთხოვთ, იხილოთ მოწყობილობების განყოფილება, რათა შეიტყოთ რომელი მოწყობილობის შეძენის დაფინანსებაა შესაძლებელი ენერგოკრედიტის სესხის ფარგლებში.

3. ლიზინგი (მალე)
ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს ლიზინგისთვის შესაძლებლობების განსაზღვრა საკრედიტო ხაზის ფარგლებში. 
ენერგოკრედიტის ფარგლებში შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი მოწყობილობების ლიზინგი, როგორიც არის სამედიცინო აპარატურა, სამშენებლო დანადგარები, ავტომანქანები (მსუბუქი ავტომანქანების გარდა) და საწარმოო ხაზები. აუცილებელი პირობაა მოწყობილობების ენერგო ეფექტურობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

Share |