პრაქტიკული სახელმძღვანელო ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს ბიზნესისთვის

ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სახელმძღვანელო მომზადდა ენერგოკრედიტის ექსპერტების მიერ და უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე. თქვენ შეძლებთ სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვას შემდეგ ლინკზე გადასვლით.

პრაქტიკული სახელმძღვანელო განკუთვნილია იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთ ინფორმაცია ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის თაობაზე, რაც დაგეხმარებათ ფინანსების დაზოგვაში. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ყველა ბიზნეს სექტორისათვის.

ენერგო ეფექტურობასა და განახლებად ენერგიაში განხორციელებული ინვესტიციები შესაძლოა იყოს მომგებიანი, 25%-იანი უკუგებით, მათი საშუალებით შესაძლებელია ენერგიის დაზოგვა, თანხების დაზოგვა, საწარმოს კონკურენტუნარიანობისა და მოგების გაზრდა. ეს ინვესტიციები უმეტესწილად მცირე ტექნიკური რისკით ხასიათდება, მაგრამ სწრაფად განხორციელებადია და მათი საშუალებით შესაძლოა პროდუქციის ხარისხის ამაღლება, გარდა ამისა, მათი წყალობით ხდება სათბურისებური გაზების გამოყოფის შემცირება და ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირება.

ჩვენი პრაქტიკული სახელმძღვანელო დაგეხმარებათ განიხილოთ სხვადასხვა საინვესტიციო იდეები. ჩამოტვირთვა >>