რჩევები

გჭირდებათ მცირე სესხი?

 200 000 აშშ დოლარის  მოწყობილობების შეძენისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს სესხები მცირე ბიზნესისათვის სადანაც იხილავთ   ჩვენს მიერ რეგისტრირებულ მაღალი ხარისხის...

უფასო ენერგო აუდიტის

გზით განისაზღვროს ენერგიის დაზოგვის საუკეთესო გზა

უფასო კონსულტაცია

 - გადაფარავს თუ არა  დაზოგილი ელ. ენერგიის ღირებულება  აღებულ სესხს

სესხი შეიძლება

შეადგენდეს ინვესტიციის ღირებულების 100 %

სესხის ხანგრძლივობა

5 წლამდე

სესხის პროცენტი

განისაზღვრება ბანკის მიერ კლინეტის კრედიტუნარიანობიდან გამომდინარე, მაგრამ ენერგოკრედიტი უფრო იაფია ვიდრე ჩვეულებრივი სესხი 

კორპორატიული სესხები > როგორ მოვითხოვოთ სესხი

როგორ მოვითხოვოთ სესხი

არ არის აუცილებელი ენერგო აუდიტი ჰქონდეს ჩატარებული საწარმოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზიდან რესურსები რომ აითვისოს. თუ კომპანიას განსაზღვრული აქვს კონკრეტული ზომები ენერგო ეფექტურობის მისაღწევად შესაბამის საინვესტიციო საჭიროებებთან ერთად, მას შეუძლია განაცხადი გააკეთოს პროგრამაში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში შემდეგი ზომები იქნება განსახორციელებელი:

ნაბიჯი 1. განაცხადის ფორმა (მოითხოვეთ მონაწილე ბანკებში) უნდა შეივსოს და გადაეცეს ბანკს.

ნაბიჯი 2. თუ კომპანია აკმაყოფილებს ენერგო ეფექტურობის საკრედიტო პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს ბანკი კომპანიის მიერ შემოტანილ განაცხადს განსახილველად გადაუგზავნის საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროექტს.

ნაბიჯი 3. საქართველოს ენერგო ეფექტურობის პრექტის გუნდი შეაფასებს პროექტს და კომპანიას დამატებითი კითხვებით დაუკავშირდება.

ნაბიჯი 4. საწარმოს დასათვალიერებლად შეთანხმდება კომპანიის ხელმძღვანელობასთან სასურველი დრო და ადგილი.

ნაბიჯი 5. საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროექტი დაასრულებს შეფასებას და შემდეგ ბანკისთვის მოამზადებს პროექტის შეფასების დეტალურ ანგარიშს. საწარმოს დამატებითი დათვალიერება შესაძლოა საჭირო გახდეს ანგარიშის დასასრულებლად. პროექტის შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი იქნება ბანკის მიერ საკდერიდო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სრული ინფორმაცია.

ნაბიჯი 6. როდესაც ბანკი განიხილავს პროექტის შეფასების ანგარიშს, ის დაუკავშირდება კომპანიის ხელმძღვანელობას საკრედიტო გადაწყვეტილების გასაცნობად

ინდივიდუალურ საფუძველზე ენერგო ეფექტურობის საკრედიტო პირობები ბანკსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებებს ექვემდებარება.

 

Share |