რჩევები

ნახეთ

ვიდეო ჩვენს მიერ ჩატარებულ ენერგო აუდიტზე.

მონიტორინგი და მიზანი

შემდგომში ენერგიის მოხმარება  დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ ენერგია ნამდვილად იზოგება 

ენერგო აუდიტის ჩატარების შემდეგ

 ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ  მიღებულ  გადაწვეტილებებს შორის არჩევანის გაკეთებაში.

ენერგო აუდიტის შედეგად

 მზადდება ანგარიში,  სადაც მოცემულია რეკომენდაციები დიდ ინვესტიციებთან ასევე „დაბალი ღირებულების მქონე ან ხარჯგარეშე“  ზომების მიღებასთან დაკავშირებით.

ენერგო აუდიტი

 დაგეხმარებათ დაადგინოთ სად იკარგება ენერგია

კორპორატიული სესხები > რა არის ენერგო აუდიტი

რა არის ენერგო აუდიტი

ენერგო აუდიტი შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს როდესაც ბანკი ითვალისწინებს დიდი კრედიტის გაცემას. პროგრამის ფარგლებში ცალკე აუდიტის ჩატარება არ ხდება.
 
როდესაც კომპანიას სურს გადასინჯოს მისი მთელი ტექნოლოგიური პროცესი და არა მხოლოდ მისი რომელიმე კომპონენტის გამოცვლა, შესაძლოა უპრიანი იყოს ენერგო აუდიტის ჩატარება რათა დადგინდეს კონკრეტულად რა პრობლემა არსებობს და განისაზღვროს მისი მოგვარების საუკეთესო მექანიზმი. მაგალითად, კლიენტმა შეიძლება იფიქროს, რომ საწარმოს არსებული ბოილერი მოძველებულია და არ არის ენერგო ეფექტური. თუმცა, აუდიტის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს, რომ რამოდენიმე პრობლემა არსებობს – ბოილერი მოშორებულია ატვირთვის მექანიზმიდან და საჭიროა მისი ახლოს გადატანა მილებში დანაკარგების აღმოფხვრისთვის, ან რომ კონდენსატი შესაძლოა ხელახლა იქნეს გამოყენებული წყლისა და დამუშავების პროცესის დაზოგვის პრინციპით, ან კონდენსატისთვის საჭირო სითბო შეიძლება გამოყენებული იქნეს წყლის სხვა მარაგების გასაცხელებლად და ბოილერის მუშაობის დასაზოგად, სხვ.
 
ყველა ამ საკითხს არ სჭირდება დიდი ინვესტიცია. ზოგიერთის გამოსასწორებლად შესაძლოა საკმარისი იყოს უკეთესი "სამეურნეო მოწყობა" ან მუშაობის პრაქტიკის შეცვლა. მაგრამ მთლიანობაში კლიენტმა შეიძლება უკეთეს შედეგებს მიაღწიოს და სესხის დაბრუნებას უფრო ნაკლები დრო მოანდომოს ვიდრე აპარატურის ერთი ნაწილის გამოცვლას.
 
ენერგო აუდიტი მოითხოვს კლიენტისგან უფრო დეტალურ ინფორმციას ხოლო კონსულტანტისგან – მეტ მუშაობას. თუმცა უფასოა, შეთავაზებული აუდიტის რაოდენობა მაინც შეზღუდულია.

Share |