სიახლეები > ღონისძიებები

ღონისძიებები

ღონისძიებები

ენერგო ეფექტურ ფინანსირებაში მონაწილე ქვეყნების კონფერენცია ლონდონში!

2011 წლის 21 -22 ივნისში ლონდონში გაიმართა კონფერენცია, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ენერგო ეფექტურობის ფინანსირებაში მონაწილე 17 ქვეყნის წარმომადგენლები. სემინარი ჩატარდა EBRD სათაო ოფისში, ლონდონში. პირველი დღე მიეძღვნა ფინანსირებაში მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს და დისკუსიებს  მიღწეული შედეგების შესახებ. მეორე დღეს  EBRD  თანამშრომლებმა ჩატაარეს ტრეინინგები მენეჯმენტის, რეკლამირების და კონტრაქტების შესახებ.

 

ენერგოკრედიტი საქართველოს ბანკში!  

2010 წლის 7 დეკემბრიდან, საქართველოს ბანკი ჩაერთო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ ენერგოეფექტურობის საკრედიტო ხაზში (ენერგოკრედიტი) და გასცემს სესხებს როგორც კორპორატიულ, ასევე ინდივიდუალურ კლიენტებზე.

სამომხმარებლო სესხებზე გათვალისწინებულია 15%-იანი სუბსიდირება. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ საქართველოს ბანკის ფილიალებს ან დაგვიკავშირდეთ ჩვენ.

 

თბილისი, 2 ივლისი, 2010 

2010 წლის 2 ივლისს გაიმართა GEEP-სა და USAID/NATELI-ის პროექტის ერთობლივი კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებულთა დაჯილდოვება სასტუმრო "ბეტსიში".

გამარჯვებულები არიან:

ნინო ედილაშვილი - Georgia Today - პირველი ადგილი.

სალომე ძაძამია - 24 საათი - მეორე ადგილი.

გაბრიელ ნამტალაშვილი - Свободная Грузия - პირველი ადგილი.

მაია მამულაშვილი - რადიო ფორტუნა - პირველი ადგილი.

კახაბერ ნოზაძე - რუსთავი 2-ის ბიზნეს კურიერი - პირველი ადგილი.

მასალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

ჟურნალისტების ტრენინგი სასტუმრო მერიოტში!

2010 წლის 5 თებერვალს ჩატარდა ჟურნალისტების ტრენინგი სასტუმრო მერიოტში USAID/NATELI-სა და GEEP პროექტების ფარგლებში, სადაც გამოცხადდა ჟურნალისტების კონკურსი, რომლის პირობებიც წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციის სახით ტრენინგის დასასრულს.

2010 წლის 10 მარტიდან თიბისის სამომხმარებლო ენერგო ეფექტურობის სესხები გავრცელდება ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში 

ახლა კარგი დროა ფანჯრების შესაცვლელად და სოლარული მზის გამათბობლების შესაძენად. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან მიიღოთ პროდუქტის ღირებულების 15%-ი უკან!

სესხები ხელმისაწვდომია შემდეგი პროდუქტებისთვის:

ორმაგი შემინვის ფანჯრები
ბოილერები და ცენტრალური გათბობის სისტემები
კედლების, სახურავებისა და ჭერის თბოიზოლაცია
სოლარული გამათბობლები
ბიომასის ღუმელები
ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობისათვის
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თიბისი ბანკის ფილიალებს ან დაგვიკავშირდით ჩვენ.

 

თიბისი ბანკი ფიზიკურ პირებს ენერგოკრედიტით დააფინანსებს

თბილისი, 21 ოქტომბერი, 2009 წ. – დღეიდან თიბისი ბანკი მომხმარებელს ახალი ტიპის სასესხო პროდუქტს – ენერგოკრედიტს შესთავაზებს. საქართველოში პირველად, თიბისი ბანკის მეშვეობით, ენერგოეფექტურობის სესხები ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.
ენერგოკრედიტი წარმოადგენს სესხს, რომელიც განკუთვნილია ენერგიის ეფექტური გამოყენებისთვის საჭირო ისეთი მოწყობილობების შესაძენად, როგორიცაა: ფანჯრები ორმაგი შემინვით, თბოიზოლაცია, ბოიელრები, ცენტრალური გათბობის სისტემები და მზის გამათბობლები. პროდუქტის ძირითადი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შენაძენის გაკეთებისთანავე მსესხებელს უკან უბრუნდება მოწყობილობის ღირებულების 15%. 
 

მოწვევა ენერგო ეფექტური მოყობილობების და თბოსაიზოლაციო მასალების მომწოდებელთათვის 

თბილისი, 10 სექტემბერი, 2009 წ. - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ქართული ბანკების დახმარებით გამოყო 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი მაღალი ხარისხის მქონე ენერგო დამზოგავ ტექნოლოგიებში ინვესტიციების განსახორციელებლად. სამომხარებლო სესხების ახალი სქემა თიბისი ბანკში ამოქმედდება ოქტომბრიდან და მოსალოდნელია რომ მისი გავრცელება მოხდეს სხვა ადგილობრივ ბანკებშიც. სესხებზე გათვალისწინებულია 15%-იანი სუბსიდირება BP და მისი პარტნიორებისაგან. ევრობანკის კონსულტანტები, ასევე ენერგო ეფექტურობის პროგრამის ადგილობრივი და საერთაშორისო ინჟინერთა გუნდი იმუშავებს ენერგოდამზოგავი მოწყობილობების იდენტიფიკაციაზე.

სესხის ფარგლებში შესაძლებელი იქნება შემდეგი მოწყობილობების დაფინანსება: 

  • ფანჯრები ორმაგი შემინვით
  • იატაკების, კედლებისა და სახურავების თბოსაიზოლაციო მასალები
  • ბოილერები ცენტრალური გათბობის სისტემებისთვის
  • მზის პანელები ცხელი წყლის/გათბობის მიზნით
  • მაღალი ეფექტურობის მქონე ბიომასის ღუმელები

ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობებისათვის პროდუქტებისა და მომსახურების მონიტორინგი განხორციელდება ენერგოეფექტურობის გუნდის მიერ, შესაბამისობის შემთხვევაში დამტკიცებული მომწოდებლებისა და პროდუქტების ნუსხა დაიდება ვებ-გვერდზე და მიეწოდება მონაწილე ბანკებს. მომწოდებლების რეგისტრაციისათვის არ არის საბოლოო ვადა დადგენილი და მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დარეგისტრირდნენ. მომწოდებლებს, რომელთა პროდუქტებიც და სერვისი შეესაბამება შესაბამისობის კრიტერიუმებს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე www.energocredit.ge და წარმოადგინოთ ტექნიკური ინფორმაცია მისამართზე: office@geep.ge.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია შესაბამისობის კრიტერიუმებზე.

ენერგოეფექტურობის პროექტის ოფისი, ფალიაშვილის ქ. 17, ტელ: 2 22 49 62, ელ-ფოსტა: office@geep.ge

სუბსიდირების სქემა წარმოადგენს ენერგო ეფექტურობისა და სოფლად ენერგიის განათლების პროგრამის ნაწილს, რომელიც ფინანსდება ბრიტიშ პეტროლიუმისა და მისი პარტნიორების მიერ. ამ პროგრამის მიზანია მომხმარებელთა გათვითცნობიერება ენერგიის უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებაში, ასევე განახლებადი რესურსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

 

ჩატარდა რეგიონალური სემინარი ბათუმში   

2009 წლის 19 ივნისს ენერგო ეფექტურობის პროგრამის მიერ ჩატარდა რეგიონალური სემინარი ბათუმში, ინტურისტ პალასში. სემინარს დაესწრო დაახლოებით 30-ი კომპანია დასავლეთ საქართველოდან, ასევე თიბისი ბანკისა და ბანკი რეპსუბლიკას წარმომადგენლები. რეგიონალურ სემინარზე წარმოდგენილი იქნა ახალი ფინანსური პროდუქტი "ენერგოკრედიტი", რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კომპანიებისათვის ხელმისაწვდომია ენერგოდამზოგავი სესხები ძველი მოწყობილობების შესაცვლელად და ენერგიის დაზოგვის მიზნით. დანაზოგები საკმარისი იქნება სესხის დასაფარად. სემინარის განმავლობაში წარმოდგენილი იქნა ენერგოკრედიტის ვიდეო ენერგო აუდიტის შესახებ, რომლის მიზანია კომპანიისათვის რეკომენდაციების გაწევა დანაზოგებთან დაკავშირებით. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სემინარში მონაწილე კომპანიებს საშუალება მიეცათ გაემართათ ინდივიდუალური კონსულტაციები პროექტის ადგილობრივ და საერთაშორისო ინჟინერთა გუნდთან, რომელთა მხარდაჭერა ხდება ევრობანკის ფინანსებით და უფასოა თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკას კლიენტებისათვის.

იხილეთ პრეს რელიზი.

 

გამარჯვებული ჟურნალისტების გამოცხადება!

2008 წლის 18 დეკემბერს, მოხდა ჟურნალისტების კონკურსში გამარჯვებულების გამოცხადება. გამარჯვებულები არიან  ნინო ედილაშვილი (Georgian Business Week), შორენა კოკორაშვილი (ბიზნესი) და ბელა ნოზაძე (რუსთავი 2). მათ ენერგოკრედიტისგან მიიღეს ფულადი პრემიები.

იხილეთ პრეს რელიზი.

 

ენერგოკრედიტის გუნდმა ჩაატარა ჟურნალისტების ტრენინგი!

2008 წლის 21 სექტემბერს გუდაურში ენერგოკრედიტის გუნდმა ჩაატარა თრენინგი ქართული ჟურნალისტებისათვის ენერგო ეფექტურობის საკითხებზე, რომელსაც ესწრებოდნენ პრესის ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლები. ტრენინგი ძირითადად მოიცავდა ენერგო ეფექტურობის საკითხებს სამრეწველო და სამომხმარებლო სექტორში, ამ მხრივ საქართველოში არსებულ რეალობას და სხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ სფეროში. ტრენინგის ბოლოს გამოცხადდა ჟურნალისტების კონკურსი ორ კატეგორიაში, კერძოდ სამრეწველო ენერგო ეფექტურობისა და სამომხმარებლო ენერგო ეფექტურობის გაშუქებისთვის.

 

Share |