კორპორატიული სესხები
სერვისი, რომელიც დაგეხმარებათ, შეამოწმოთ თქვენი იდეები სესხის გადახდასთან დაკავშირებით. უფასო ენერგო აუდიტი
მეტი
სესხები მცირე ბიზნესისთვის
აიღეთ სესხი მოწყობილობის შესაძენად დაბალ პროცენტში, შეარჩიეთ ჩვენს მიერ დამტკიცებული მომწოდებელთა სიიდან.
მეტი
სამომხმარებლო სესხები
ახლა უკვე ხელმისაწვდომია ინდივიდუალური სესხები, თანხის 15% საჩუქრად.
მეტი
ტექნოლოგიები
გაიგეთ მეტი ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ აქ.
შესაბამისი მოწყობილობები
შესაბამისი მოწყობილობები
ენერგოკრედიტმა განსაზღვრა ტექნიკური შესაბამისობის კრიტერიუმები ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი ტიპის ენერგოეფექტური მოწყობილობისთვის, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოებში. ახალი მოწყობილობის შეძენის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გადაამოწმოთ მარცხენა მხარეს წარმოდგენილი მენიუ სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისთვის, რომელთა ფინანსირება შესაძლებელია ენერგოკრედიტის მხარდაჭერთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეძლებთ დაგვარწმუნოთ, რომ შერჩეული მოწყობილობები აკმაყოფილებენ ენერგოეფექტურობის კრიტერიუმებს. თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე გადავამოწმეთ საქართველოში წარმოდგენილ მომწოდებელ კომპანიებთან მოწყობილობების შესაბამისობა მოთხოვნილ კრიტერიუმებთან. კომპანიები, რომელთა მიერ წარმოებული მოწყობილობები აკმაყოფილებენ კრიტერიუმებით დადგენილ ნორმებს რეგისტრირებულია ჩვენს ჩამონათვალში. მწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის და ყოველთვის მივესალმებით ახალ დაინტერესებულ კომპანიებს.
შესაბამისი მოწყობილობების ჩამონათვალი
1. გათბობა, ვენტილაცია, ჰაერის კონდიცირების სისტემა (HVAC);
2. ენერგოეფექტური განათების სისტემები;
3. საიზოლაციო მასალები;
4. ორმაგი შემინვა და კარებები;
5. შენობის მართვის სისტემები (BMS)
6. სხვა მოწყობილობები (ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობები, მაცივრები, ღუმელები, სამრეცხაოები)
7. მზის წყალგამაცხელებელი სისტემები.
როგორ მოვიქცეთ, თუ თქვენი მოწყობილობა ჩამონათვალში არ შედის
სთხოვეთ თქვენს მომწოდებელ კომპანიას შეამოწმოს თუ რამდენად აკმაყოფილებს შესაბამისობის კრიტერიუმებს. შესაბამისობის კრიტერიუმებთან შესატყვისობის შემთხვევაში თქვენმა მომწოდებელმა უნდა გააკეთოს განაცხადი მოწყობილობის რეგისტრაციაზე, ტექნიკური მონაცემების სრულ პაკეტთან ერთად.


