კორპორატიული სესხები
სერვისი, რომელიც დაგეხმარებათ, შეამოწმოთ თქვენი იდეები სესხის გადახდასთან დაკავშირებით. უფასო ენერგო აუდიტი
მეტი
სესხები მცირე ბიზნესისთვის
აიღეთ სესხი მოწყობილობის შესაძენად დაბალ პროცენტში, შეარჩიეთ ჩვენს მიერ დამტკიცებული მომწოდებელთა სიიდან.
მეტი
სამომხმარებლო სესხები
ახლა უკვე ხელმისაწვდომია ინდივიდუალური სესხები, თანხის 15% საჩუქრად.
მეტი
ტექნოლოგიები
გაიგეთ მეტი ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ აქ.
რჩევები
200 000 აშშ დოლარის მოწყობილობების შეძენისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს სესხები მცირე ბიზნესისათვის სადანაც იხილავთ ჩვენს მიერ რეგისტრირებულ მაღალი ხარისხის...
გზით განისაზღვროს ენერგიის დაზოგვის საუკეთესო გზა
- გადაფარავს თუ არა დაზოგილი ელ. ენერგიის ღირებულება აღებულ სესხს
შეადგენდეს ინვესტიციის ღირებულების 100 %
5 წლამდე
განისაზღვრება ბანკის მიერ კლინეტის კრედიტუნარიანობიდან გამომდინარე, მაგრამ ენერგოკრედიტი უფრო იაფია ვიდრე ჩვეულებრივი სესხი
შესაფერისი ენერგო ეფექტური ინვესტიციები
ენერგომატარებლებზე ფასები იზრდება და შესაბამისად იმატებს საწარმოო ხარჯებიც. ენერგიის გამოყენების შემცირების გზით შესაძლებელი იქნება უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს ბიზნესის წარმოება ქვეყანაში შემდეგი მექანიზმების გამოყენებით:
- ხარჯების შემცირებით
- მეტი პროდუქციის წარმოებით იგივე ენერგო დანახარჯებით
ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროექტი შეზღუდული რაოდენობის უფასო ენერგო აუდიტის ჩატარებას სთავაზობს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს წრეებს. ეს მომსახურება უზრუნველყოფილი იქნება დასწრების პრინციპით (ვინც პირველი მოვა, მას პირველად მოვემსახურებით) და პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელ კომპანიებს დაეხმარება საჭირო ინვესტიციების განსაზღვრაში.
საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროექტი აგზავნის ინჟინრებს საწარმოებში ენერგო მოხმარების – მათ შორის ელ. ენერგიის, გაზის, ნავთობის და წყლის, დონის განსაზღვრის მიზნით. ამ გზით ვლინდება პოტენციური ენერგო დანაზოგების კეთების შესაძლებლობა და მათი განხორციელების სავარაუდო ხარჯები. ამ ღონისძიებების განხორციელებით არ ხდება საწარმოო პროცესის შეფერხება და ბევრი რეკომენდაცია ენერგიის დაზოგვის შესახებ იაფად ან უფასოდ შეიძლება იქნეს უზრუნველყოფილი.
ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ენერგო დანაზოგების განხორციებელის ინვესტიციები საწარმოებში მოიცავს შემდეგს:
ბოილერები:
კონდენსაციის ფუნქციით აღჭურვილი ახალი ბოილერები უზრუნველყოფენ გაუმჯობესებულ ენერგო ეფექტურობას გაზის მილებში არსებული სითბური ორთქლის გამოყენებით. ეს ჩვეულებწივ 90%-იან ეფექტურობას უზუნველყოფს (ძველი ბოილერები 50-60%-იან ეფექტურობაზე არიან გათვლილნი). გაუმჯობესებული კონტროლი ხელს უწყობს ასევე წვის პროცესის უკეთ მართვას და სამუშაოს ოპტიმიზაციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამოდენიმე ბოილერი არის ჯგუფურად ჩართული საწარმოო პროცესში.
ორთქლის ეფექტურობა:
ცენტრალიზებული ორთქლის წარმოება ხშირად დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული და ზოგადად უფრო ეფექტურია ორთქლის წარმოქმნა იქ, სადაც ის საჭიროა შემგომი გამოყენებისთვის. ენერგიის დანაკარგები კიდევ უფრო დიდია თუ ორთქლის მილები არ არიან თბო იზოლაციის მასალით შემოხვეული, თუ ხდება გაჟონვები ან თუ არ ხდება გამოყოფილი ორთქლის და კონდენსირებული სითბოს შემდგომი გამოიყენება.
გაუმჯობესებული კონტროლის პროცესი:
კლაპანების, ნასოსების, ვენტილატორების და სხვათა ავტომატური კონტროლი უზრუნველყოფს ენერგიის გამოყენების გაუმჯობესებულ რეგულირებას. ტემპერატურისა და წნევის მონიტორინგი, მათ შორის ავტომატური აღრიცხვა და პროცესის ამსახველი ჩანაწერების გაკეთება (მაგ. ორთქლი, წყალი და ჰაერის ნაკადები) უზრუნველყოფს დანაკარგების გამოვლენას.
კომპრესირებული აირი:
გაუმჯობესებული ეფექტურობის ფუნქციის მატარებელი კომპრესორები, თანამედროვე კონტროლის სისტემები და მჟონავი მილების გამოცვლა შეიძლება გახდეს დიდი ენერგო ეფექტურობის წინაპირობა კომპრესირებული აირის წარმოებაში. ამასთანავე, 1 ბარით საწარმოო წნევის შემცირებამ შეიძლება მიმდინარე ხარჯები შეამციროს 5%-ით, ბევრ შემთხვევაში საწარმოს ფუნქციონირებაზე მცირე ან არანაირი გავლენის მოხდენით.
თბო-ენერგიის ხელახალი გამოყენება:
სითბოს ორმხრივი გამტარების გამოყენება მსგავსი მასშტაბებით სითბოსა და სიგრილის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შესაძლებელს გახდის ერთი საწარმოო პროცესიდან გამოთავისუფლებული სითბოს გამოყენებული იქნეს მეორე საწარმოო პროცესისთვის, მაგ. გასაშრობად, პასტერიზაციის ან სივრცის გასათბობად.
მოტორები:
ელ. ენერგიის წვის ხარჯები შეიძლება ბევრჯერ აღემატებოდეს თავად მოტორის კაპიტალურ ხარჯებს. უპრიანი იქნება 91%-იანი ეფექტურობის ფუნქციის მატარებელი მოტორების გამოყენება. ავტომატური კონტროლი და ცვალებადი სიჩქარის მოტორები საწარმოში საჭირო პროდუქციის საწარმოებლად შესაძლებელს ხდის სასურველი წარმადობის სასურველ დროს მისაღწევად.
ყველა ეს ტექნოლოგია შესაძლებელია საქართველოშიც განხორციელდეს დღეს.
ინვესტიციები სამრეწველო ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის
- ობიექტზე სითბოს და ელექტროენერგიის კომბინირებული წარმოება
- ბოილერების რეაბილიტაცია(გაძლიერებული კონტროლი, ეკონომაიზერები, გაუმჯობესებული იზოლაცია, რეგენერაციული ღუმელი , ავტომატური ორთქლგამშვები, და ა.შ)
- გაზის ბოილერის შეცვლა კონდესატორული ბოილერებით
- სითბოს აღმდგენი ღუმელი
- ელექტორ გამათბობელიდან ბოილერის გამოთბობელზე გადასვლა
- პროცესის გაუმჯობესება მოიცავს გაძლიერებულ კონტროლს
- წყალგადამყვანი სისტემის რეაბილიტაცია: ორთქლის სეპარატორების მონტაჟისთვის, კონდესაციის აღდგენისთვის და ა.შ.
- პროცესებიდან სითბოს აღმდგენელის დამონტაჟება (მაგალითად ეკონომაიზერების დამონტაჟება ბუნებრივი გათბობის მიზნით, სითბოს აღდგენა სივრცის გათბობისთვის, სითბოს აღდგენა გაშრობისთვის)
- აბსორბციული ჩილერის დამონტაჟება
- ახალი, მაღალი ენერგო-ეფექტურობის ჩილერის დამონტაჟება
- ცვლადი სიჩქარის მქონე დრაივერის დამონტაჟება შერჩეულ ელექტრო ძრავაზე
- შემჭიდროვებული ჰაერის სისტემის რეაბილიტაცია ( მაგალითად ჰაერის კომპრესორის დეცენტრალიზება ან/და ზომის შეცვლა, ძველის შეცვლა უფრო ეფექტური კომპრესორით
- ელექტრო გამანაწილებელი სისტემების რეაბილიტაცია (მაგალითად დიდი მოცულების ძველი ტრანსფორმატორების გამოცვლა, კონდესატორის დამონტაჟება რეაქტიული სიმძლავრის გამოყენების შესამცირელბად და ა.შ)
- აბსორბციული გაგრილების სისტემები ( ცირკულაციის ფუნქციით ან სეპარაციული აბსორბციული ციკლით)
- ელექტრო ტრანფორმატორის და ელექტრო ძრავის მაღალი ენერგო ეფექტურობა
- ტუმბოს ორგანული ციკლური სისტემა
- ინფრაწითელი გაზის გამათბობელი
- ინტეგრირებული ენერგიის მართვის სისტემები, ენერგო მონიტორინგი, შენობის მართვის სისტემები ან პროცესის ავტომატიზაციის სისტემები
- პროცესის გაუმჯობესებული მართვა და კონტროლი მოიცავს სიხშირულ მართვის სისტემებს ტუმბოებისთვის, ფენებისთვის და დრაივერებისთვის)
- თბოგაცვლის სადგურებში სითბოს აღდგენის სისტემები გაერთიანებული ფირფიტოვან თბომცვლელებთან, ცირკულაციის ტუმბოებთან, დამოუკიდებელ ავტომატურ კლიმატ კონტროლთან
- სითბური ტუმბო
- მაღალი წარმადობის გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემები ( მოიცავს ორთქლით გაგრილებას, ცვლადი ხარჯის სავენტილაციო სისტემებს, სითბოს აღდგენას)
- პატარა მასშტაბის სითბოსა და ელექტრონის კომბინირებული წარმოების მოწყობილობები ( მაგალითად 20- 1 000 კგ ვ დიაპაზონის)
- წყლის მზით გათბობის/ჰაერი გათბობის სისტემები ინდუსტრიული პროცესებისთვის და შენობებისთვის.


