რჩევები

გჭირდებათ მცირე სესხი?

 200 000 აშშ დოლარის  მოწყობილობების შეძენისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს სესხები მცირე ბიზნესისათვის სადანაც იხილავთ   ჩვენს მიერ რეგისტრირებულ მაღალი ხარისხის...

უფასო ენერგო აუდიტის

გზით განისაზღვროს ენერგიის დაზოგვის საუკეთესო გზა

უფასო კონსულტაცია

 - გადაფარავს თუ არა  დაზოგილი ელ. ენერგიის ღირებულება  აღებულ სესხს

სესხი შეიძლება

შეადგენდეს ინვესტიციის ღირებულების 100 %

სესხის ხანგრძლივობა

5 წლამდე

სესხის პროცენტი

განისაზღვრება ბანკის მიერ კლინეტის კრედიტუნარიანობიდან გამომდინარე, მაგრამ ენერგოკრედიტი უფრო იაფია ვიდრე ჩვეულებრივი სესხი 

მთავარი > კორპორატიული სესხები

კორპორატიული სესხები

კორპორატიული კლიენტები ძირითადად უფრო რთულ ინდუსტრიული პროცესებს გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ცალკეული მოწყობილობის გამოცვლა.

რიგ შემთხვევებში საჭიროა:

  • საწვავის გამოცვლა (მაგალითად ელ.ენერგიიდან ბუნებრივ აირზე გადასვლა)
  • ენერგო მომარაგების ტექნოლოგიის შეცვლა (მაგალითად ორთქლის ტურბინიდან დიზელის ძრავზე გადასვლა)
  • პროცესის პარამეტრების შეცვლა ( მაღალი ტემპერატურის ორთქლიდან გადასვლა ორთქლზე)
  • პროცესის შეცვლა (ელექტრო ენერგიის გამოყენება კომპრესული ჰაერის მაგივრად)
  • წარმოების ხაზის შეცვლა ( სველი პროდუქციიდან მშრალზე გადასვლა)

დამატებითი ინფორმაცია გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებზე იხილეთ ტექნოლოგიების განყოფილებაში.

ენერგო კრედიტი კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს კორპორატიულ სესხს (ჩვეულებრივ 2,5 მილიონამდე).
ინვესტიციის სწორად განხორციელებისათვის, ენერგო კრედიტი გთავაზობთ არა მხოლოდ დაფინანსებას, არამედ უფასო აუდიტს, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

როგორც პრაქტიკული მაგალითებიდან ჩანს, ენერგოდაზოგვაში ჩადებული ინვესტიცია ზრდის წარმოების მოცულობას და პროდუქტის ხარისხს, ასევე ენერგო დაზოგვის ხარჯზე თქვენ საშუალება გეძლევათ სწრაფად გადაიხადოთ აღებული სესხი.

ჩვენი ინჟინრები შეამოწმებენ ელ ენერგიის, გაზის, ზეთის  და წყლის მოხმარებას და განსაზღვრავენ ენერგო  დაზოგვის პოტენციურ საშუალებას, შეაფასებენ  ენერგო დაზოგვის განხორციელებისთვის საჭირო ღირებულებას. აღნიშნული პროცესი არ გამოიწვევს წარმოების შეჩერებას. ასევე ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ რეკომენდაციას ენერგიის დაზოგვასთან დაკავშირებით.

შესაბამისი ინვესტიციები შენობებისთვის

  • კედლების, სახურავების და იატაკების თბოიზოლაცია;
  • მოძრავი კარებების დამონტაჟება;
  • ახალი ფანჯრების დამონტაჟება;
  • მაღალი ეფექტურობის მქონე განათების სისტემის დამონტაჟება;
  • ენერგო მენეჯმენტის სისტემის დანერგვა;
  • ვენტილაციის სისტემების დამონტაჟება (მაგ. მაღალი ეფექტურობის მქონე ვენტილაციის სისტემები, სითბოს აღდგენა);
  • მაღალი ეფექტურობის მქონე ფანჯრები, შემინვა ან გამჭვირვალე სტრუქტურები;
  • ჭერის ვენტილაციის სისტემები კომერციული და სამრეწველო შენობებისთვის;
  • ორმაგი ვენტილაციის ფასადები.

 

 

 

Share |