კორპორატიული სესხები
სერვისი, რომელიც დაგეხმარებათ, შეამოწმოთ თქვენი იდეები სესხის გადახდასთან დაკავშირებით. უფასო ენერგო აუდიტი
მეტი
სესხები მცირე ბიზნესისთვის
აიღეთ სესხი მოწყობილობის შესაძენად დაბალ პროცენტში, შეარჩიეთ ჩვენს მიერ დამტკიცებული მომწოდებელთა სიიდან.
მეტი
სამომხმარებლო სესხები
ახლა უკვე ხელმისაწვდომია ინდივიდუალური სესხები, თანხის 15% საჩუქრად.
მეტი
ტექნოლოგიები
გაიგეთ მეტი ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ აქ.
რჩევები
ვიდეო ჩვენს მიერ ჩატარებულ ენერგო აუდიტზე.
შემდგომში ენერგიის მოხმარება დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ ენერგია ნამდვილად იზოგება
ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ მიღებულ გადაწვეტილებებს შორის არჩევანის გაკეთებაში.
მზადდება ანგარიში, სადაც მოცემულია რეკომენდაციები დიდ ინვესტიციებთან ასევე „დაბალი ღირებულების მქონე ან ხარჯგარეშე“ ზომების მიღებასთან დაკავშირებით.
დაგეხმარებათ დაადგინოთ სად იკარგება ენერგია
როგორ მოვითხოვოთ აუდიტი?
თუ თქვენ გსურთ მიიღოთ უფასო ენერგო აუდიტის მომსახურება და განსაზღვროთ თქვენი კომპანიის ენერგო ეფექტურობის მიღწევის გზები, განახორციელეთ ეს მარტივი პროცედურა:
ნაბიჯი 1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურიად შემუშავებულია განაცხადის ფორმა, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილე ბანკების ნებისმიერ ფილიალში. შეავსეთ ფორმა და დაუტოვეთ ბანკს.
ნაბიჯი 2. თუ თქვენი კომპანია აკმაყოფილებს საკრედიტო პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს, ბანკი თქვენს მიერ შევსებულ განაცხადის ფორმას გადასცემს საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროექტს განსახილველად.
ნაბიჯი 3. თუ თქვენი განაცხადის ფორმა მიღებული იქნა (ჩვენ შეიძლება დამატებითი კითხვები დაგისვათ პროგრამაში თქვენი კომპანიის მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროექტი დაგიკავშირდებათ აუდიტის მასშტაბისა და დროის შესათანხმებლად, რის შემდეგაც დანიშნულ დროსა და ადგილას ჩვენი ინჟინრები ეწვევიან და დაათვალიერებენ თქვენ საწარმოს.
ნაბიჯი 4. საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროექტის გუნდის მიერ თქვენი კომპანიის დათვალიერების შემდეგ მომზადდება ენერგო აუდიტის ანგარიში. მასში წარმოდგენილი იქნება პოტენციური ენერგო დანაზოგების მოცულობა და მათ მისაღწევად განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები. მასში ასევე ასახული იქნება ინვესტიციისა და პოტენციური დანაზოგების სავარაუდო ხარჯები, ასევე ინვესტიციის უკუგების პერიოდი. ნათლად იქნება გამოვლენილი საინვესტიციო საჭიროებები, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის პირობებს აკმაყოფილებენ და ისინიც, რომლებიც ენერგიის დაზოგვისკენ არის მიმართული თუმცა მნიშვნელოვან კაპიტალურ დაბანდებებს არ საჭიროებენ. საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროექტი ანგარიშს თქვენ გამოგიგზავნით, ხოლო მის ასლხ – თქვენს ბანკს.
ნაბიჯი 5. თუ გსურთ გამოიყენოთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზი ენერგო აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი საინვესტიციო საჭიროების დასაფინანსებლად საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროექტი მოამზადებს პროექტის შეფასების დეტალურ ანგარიშს თქვენი ბანკისთვის. შესაძლებელია საჭირო გახდეს თქვენი კომპანიის განმეორებითი დათვალიერება ანგარიშის დასასრულებლად, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ბანკის მიერ საკრედიტო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სრული ინფორმაცია.
ნაბიჯი 6. როდესაც ბანკი განიხილავს პროექტის შეფასების ანგარიშს, ის დაგიკავშირდებათ თქვენ საკრედიტო გადაწვეტილების გასაცნობად.
გახსოვდეთ, უფასო აუდიტის მომსაზურება რაოდენობრივად შეზღულია და მონაწილეობა პირველობის პრინციპით გადაწყდება.


